სანქტ-პეტერბურგის ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ბევრი კრიშტიანუ რონალდუს ყიდვისთანავე ზეიმობდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ეს შეცდომა იყო.
„დიდი მოლოდინი იყო, რაც კრიშტიანუ რონალდუს უკავშირდებოდა. ბევრი ფიქრობდა, რომ მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგას „იუვე“ აუცილებლად მოიგებდა. გასულ ზაფხულს, სანამ ტურინს დავტოვებდი, ყველაფერი მის გარშემო შენდებოდა, მაგრამ ასეთი ჩემპიონიც კი არაა ჩემპიონთა ლიგის მოგების გარანტია.
სკუდეტოს ზეიმი? რა თქმა უნდა, გარემო და გულშემატკივრები განსხავვებულ დღეს ელოდნენ, მაგრამ პროფესიონალმა იცის, თუ როგორ გამოხატოს თავისი სიხარული. თუ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ ისტორია უიღბლოა, დადებითი ნაწილია ის, რომ გუნდი გამარჯვებების მოპოვებას აგრძელებს და ეს უმნიშვნელო არაა“, – თქვა მარკიზიომ.