მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “რონალდუ მომავალ სეზონშიც “იუვენტუსში” ითამაშებს”

ალეგრი: “რონალდუ მომავალ სეზონშიც “იუვენტუსში” ითამაშებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა არაერთ საკითხზე ისაუბრა.

კომენტარი გააკეთა კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც და თქვა, რომ პორტუგალიელი არსად წასვლას არ აპირებს.

სკუდეტო

გაგვიმართა, რადგან სკუდეტოს მოგების შანსი გვაქვს და უნდა მოვიგოთ. ალიბი მხოლოდ იმათ სჭირდებათ, რომლებიც გამარჯვებას ვერ ახერხებენ, მწარე დღეები გვქონდა, მაგრამ მხოლოდ წინ უნდა ვიაროთ. მათემატიკურად სკუდეტოს საკითხი უნდა დავხუროთ, სხვა რამეზე ფიქრი ახლა არ შეიძლება. მხოლოდ ამის შემდეგ დავგეგმავთ მომავალ სეზონს.

მომავალი

მომავალ სეზონს კონტრაქტის ამოწურვით დავიწყებ? არასოდეს ვიცით არაფერი…

სეზონი

ოთხიდან ორი ტიტული მოვიგითე და შესაბამისად, ზეიმის საფუძველი არსებობს, შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ.

წლის ბოლო

პირველ რიგში სკუდეტო უნდა მოვიპოვოთ. შემდეგ 5 მნიშვნელოვანი შეხვედრა დაგვრჩება, სადაც „იუვემ’ შედეგებისთვის უნდა ითამაშოს. ხვალ საზეიმო დღე იქნება თუ გამარჯვებას მოვახერხებთ.

ტრავმები

პერინი სამი თვე ვერ ითამაშებს, ისევე, როგორც ხედირა და მერე მომზადებას დაიწყებს. დიბალა თუ ყველაფერი ირგზე იქნება, 15 დღეში დაბრუნდება, კასერესი 10 დღეში. დუგლას კოშტასაც 10 დღის გამოტოვება მოუწევს, კიელინი ალბათ „ინტერთან“ დაგვიბრუნდება, ბარძალი კი უკეთაა. მანჯუკიჩისთვის კი სეზონი დასრულებულია.

მოლოდინი

რონალდუს მოსვლა მათემიტიკა არაა და ფეხბურთი არაა ზუსტი მეცნიერება. ამ დღეებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. „იუვენტუსი“ ყოველ წელს ყველაფრის მოგებას უმიზნებს, ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით და სახლში დავბრუნდით. „აიაქსმა“ დამსახურებულად გაიმარჯვა.

რონალდუ

მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ხვალ ითამაშებს. კრიშტიანუ „იუვენტუსის“ მომავალია, მიმდინარე სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და მომავალ სეზონსაც ასე ჩაატარებს. ბუნებრივია, რომ იმედგაცრუებულია, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანი, რადგან ჩვენ დავმარცხდით იმ ტურნირის მეოთხედფინალში, რომლის მოგება გვინდოდა. თუმცა, რონალდუ მშვიდადაა.

კანსელუ

მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელიც უნდა განვითარდეს და შეუძლია საუკეთესო მარჯვენა მცველი გახდეს. თუმცა, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.

შიში

ჩემპიონთა ლიგის შესახებ საუბარი საჭირო აღარაა, დასრულდა, მორჩა. როდესაც რონალდუს შესახებ წერენ, უნდა გვესმოდეს, რომ რონალდუს + „იუვენტუსი“ არ ნიშნავს გარანტირებულად ჩემპიონთა ლიგას. „ბარსელონა“ ოთხი წლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში და მათ მეი ჰყავთ. ფეხბურთში ბევრი კომპონენტი არსებობს. „აიაქსთან“ პირველ კარში დარტყმა 34-ე წუთზე მივიღეთ და გოლი გავუშვით…

ლამაზი თამაში

არ მივტირი ლამაზ თამაშს. სამშაბათს უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ამსტერდამში, მაგრამ ოთხი დაკარგული ბურთი ძვირად დაგვიჯდა. ვიმეორებ, სამშაბათის თამაში უკეთესი იყო, ვიდრე ამსტერდამში ჩატარებული მატჩი.

ზეწოლა

ეს თამაში ორჯერ ვნახე და დავრწმუნდი იმაში, რაც სათადარიგო სკამიდან ჩანდა. ნეგატიური შედეგი არ ცვლის იმ სამუშაოს, რომელიც გავწიეთ და მე ვამბობ, რომ დიდი სამუშაო გაკეთდა.

მომზადება

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იტალიის თასზე ბერგამოაში, ბონუჩი და ბარძალი ტრავმირებულნი იყვნენ, კიელინი მეათე წუთის შემდეგ დაშავდა. ბენატიამ გუნდიდან წასვლა მოითხოვა, რადგან პირველი დეკემბრიდან 31 იანვრამდე ის თამაშზე უარს ამბობდა, არ სურდა მოედანზე გასვლა. ამსტერდამში კიელინი, ბარძალი და კასერესი გვაკლდა, ხოლო გახურებისას პრობლემა ბონუჩისაც შეექმნა. მე ვუთხარი რას იზამ? მ მიპასუხა: ვითამაშებ. ბერლინში ფინალის დროს კიელინი ერთი კვირით ადრე დაშავდა, ბარძალიმ პრობლემით ითამაშა. ჩემპიონთა ლიგაზე გამართლებაც საჭიროა.

ისევ ტრავმები

ყოველწლიურად ვაკეთებთ ანალიზს ჩემს სტაფთან ერთად. ემრე ჯანი, კუადრადო, ხედირა, დუგლას კოშტა, მანჯუკიჩი არაოპტიმალურ კონდიციებში თამაშობდნენ. ბიჭებს არაფერში ვადანაშაულებ, უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გააკეთეს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ისტორიულ მერვე სკუდეტოსთან, ამაყი და ბედნიერი ვარ ამ ხუთი წლით.

შემადგენლობა

ითამაშებს საუკეთესო შემადგენლობა, რადგა სკუდეტო ჯერ კიდევ მოსაგები გვაქვს. ფერარაში 12-13 წუთით ადრე გავუშვით გოლი და დავკარგეთ შანსი. ახლა ერთი ფეხბურთელით მეტია ჩემს განკარგულებაში და ამიტომ, კუადრადო მოედანზე თავიდანვე იქნება.

კონკურენცია სერია A-ში

ახლა ასეა, ერთი თვის წინ კი სხვანაირად იყო, პრობლემა თითქოს არ ყოფილა.ეს ყველაფერი მენტალური საკითხია და გამოსავალი ახალგაზრდების განვითარებაშია.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩი 20 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …