ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ Otro TV-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. არგენტინელი შემტევის განცხადებით, „იუვენტუსთან“ კონტრაქტი პლაჟზე გააფორმა.
„როგორ გავაფორმე „იუვესთან“ ხელშეკრულება? ეს იყო განსაკუთრებული დღე. შვებულებაში ჩემს ძმასთან და მეგობრებთან ერთად ვიყავი. როდესაც კონტრაქტი მომიტანეს, სანაპიროზე ვიყავი. სასტუმროში დავბრუნდი, კონტრაქტს ხელი მოვაწერე და შემდეგ ისევ სანაპიროზე დავბრუნდი გასარუჯად.
ფეხბურთის თამაში? სამი წლის ვიყავი, როდესაც ჩემს ძმებთან ერთად ვთამაშობდი. შემდეგ კი სკოლაში ფეხბურთზეც დავიწყე სიარული. ჩემს სახლთან ახლოს იყო და თანატოლებთან ერთად სხვას არაფერს ვაკეთებდი. სწორედ იქ გავიტანე პირველი გოლები. პირველი მნიშვნელოვანი? 11 ან 12 წლის ვიყავი, ადგილობრივ გუნდში ვთამაშე მეგობრებთან ერთად. 4 გოლი გავიტანე იმთამაშში. მეოთხე გოლი ჯარიმით გავიტანე და ანგარიში გავათანაბრე. თუ ვტიროდი? დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი თანაგუნდელების წინაშე არასდროს. წაგება ახლაც მეზიზღება.
პატარაობიდან ვუყურებდი ფეხბურთს და კუმირები მყავდა. მინდოდა რონალდინიო, რონალდუ ვყოფილიყავი. ჩემი დებიუტი პროფესიონალებში 17 წლის ასაკში შედგა.
„ბარსელონასთან“ დუბლის შემდეგ „იუვეს“ ტიფოზები ჩემს სახელს სკანდირებდნენ. ამ დროს ჩემს თავს ვუთხარი, რომ ასე გამეგრძლებინა. გულშემატკივარს ყოველთვის უფრო მეტი უნდა შესთავაზო, მინდა ვნახო მათი ბედნიერება“, – თქვა დიბალამ.