მთავარი / სიახლეები / რუი კოშტა: “კრიშტიანუ “იუვეში” ძალიან ბედნიერია”

რუი კოშტა: “კრიშტიანუ “იუვეში” ძალიან ბედნიერია”

ვეტერანმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მანუელ რუი კოშტამ კრიშტიანუ რონალდუს „იუვენტუსში“ ასპარეზობაზე გააკეთა კომენტარი.

რუი კოშტას თქმით, მისი ყოფილი თანაგუნდელი ტურინში ძალიან ბედნიერია დაის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

„როდესაც „რეალი“ დატოვა არ გამკვირვებია, რომ „იუვენტუსი“ აირჩია. კრიშტიანუს სიახლეების შიში არ აქვს, ინგლისსა და ესპანეთში ყველაფერი მოიგო და უნდა იგივე იტალიაში გააკეთოს. მსოფლიოში საუკეთესოა, რთულ სიტუაციებში ყოველთვის გადამწყვეტია. მერე, რა, რომ 34 წლისაა? „ბიანკონერიმ“ პლანეტის ნომერ პირველი ფეხბურთელი შეიძინა. გაიხსენეთ „ატლეტიკოსთან“ ჰეთ-თრიქი. სიმეონეს გუნდი გოლს თითქმის არ უშვებს და „იუვეს“ მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა – რონალდუ თუ თავის საღამოს მოაწყობდა. ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. კრიშტიანუ „იუვეში“ ძალიან ბედნიერია“, – განაცხადა რუი კოშტამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …