ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ფინეთთან შეხვედრის წინ ისაუბრა. გამოცდილი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდში კარგი განწყობაა და რობერტო მანჩინიმ „სკუადრა აძურაში“ სიახლეები მიიტანა.
„გუნდში კარგი გარემოა, როგორც ყოველთვის. გუნდი ახლა კარგადაა, მაგრამ გასულ წლებშიც ასე იყო. ახალი ერა იწყება და ეს ემოციური იქნება.
მანჩინი? – სიახლეები მოიტანა, დამატებითი სტიმულია. ძალიან გამიმართლა, რადგან ყოველთვის დიდ მწვრთნელებთან ვმუშაობდი და კმაყოფილი ვარ, რომ კიდევ ერთთან მიწევს მუშაობა. რობერტომ გუნდში სიმშვიდე, ნდობა და ენთუზიაზმი მოიტანა.
კინი? – მისი მთავარი ნიჭი გოლების გატანა. განვითარება უნდა გააგრძელოს, რომ საკუთარი თამაში გააუმჯობესოს. თუმცა, ეს ადვილი არაა. მას იანვარშიც შეეძლო „იუვედან“ წასვლა, თუმცა მე ვურჩიე, რომ დარჩენილიყო, რადგან სეზონი გრძელია. ახლა კარგ მომენტს გაიცდის და იმედია, ეს მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს შაბათს, უდინეში, ფინეთთან ჩაატარებს.