ამსტერდამის „აიაქსის“ მცველ ნიკოლას ტალიაფიკოს „იუვენტუსთან“ თამაში არ აშინებს. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, მოედანზე იმავე რწმენით გავლენ, როგორც მადრიდში, „რეალის“ წინააღმდეგ.
„რეალის“ წინააღმდეგ იდეალური თამაში ჩავატარეთ. ჩვენ გვქონდა ნათელი მიზნები და გავაკეთე ის, რაც ჩაფიქრებული გვქონდა. ახლა „იუვენტუსი“ გველოდება, რომელიც ძლიერი გუნდია, თუმცა იგივე რწმენით დავუპირისპირდებით, რომელიც მადრიდში გვქონდა.
რონალდუ? ეს არის ფეხბურთელი, რომელიც მთელი გუნდის მუშაობით უნდა შეაჩერო. ასეთი ხარისხის ფეხბურთელების წინააღმდეგ ყველა იარაღი უნდა გამოიყენო. ჩვენ უნდა ვცადოთ ბურთის დაჭერა და ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი. ადვილი არაფერი იქნება, მაგრამ 180 წუთი გრძელდება ორივე მატჩი და ამ თამაშებისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა ტალიაფიკომ.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ მატჩები 10 და 16 აპრილს გაიმართება.