ტურინის „იუვენტუსსა“ და ფედერიკო ბერნარდესკის შორის სულ მალე შესაძლოა ახალი კონტრაქტი გაფორმდეს. Corriere di Torino-ს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ და უახლოეს ხანებში ახალ ხელშეკრულებას გააფორმებენ.
ბერნარდესკის „იუვესთან“ მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა შეთანხმების თანახმაც, ერთი წლით გახანგრძლივდება.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო „იუვენტუსმა“ 2017 წელს „ფიორენტინადან“ დაიმატა. მიმდინარე სეზონში იტალიელმა 29 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.