ტურინის „იუვენტუსი“ დანიელე რუგანის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და ხსენებული ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურება, მხოლოდ დროის საკითხია.
განახლებული კონტრაქტის თანახმად, დანიელე ტურინში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება და სეზონში ანაზღაურების სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ რუგანი „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს, ხოლო მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში იტალიელმა მცველმა სერია A-ში 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.