მთავარი / სიახლეები / პარატიჩი ლისაბონში ორ ფეხბურთელს დააკვირდება

პარატიჩი ლისაბონში ორ ფეხბურთელს დააკვირდება

ტურინის „იუვენტუსის“ სპოტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაფრინდა. ბუნებრივია, დასასვენებლად არა – სამუშაოდ.

იტალიური მედიის ცნობით, პარატიჩი ორშაბათს პორტუგალიისა და სერბეთის მატჩს დაესწრება და ორი ფეხბურთელის თამაშს დააკვირდება. „იუვეს“ თვალთახედვის არეში ლისაბონის „ბენფიკას“ ტალანტები, შემტევი ჟოაუ ფელიში და მცველი რუბენ დიაში არიან.

ფელიში პორტუგალიაში იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება და ბევრი კრიშტიანუ რონალდუს მემკვიდრედაც მოიხსენიებს, ხოლო რუბენ დიაში ცენტრალური მცველია და „იუვენტუსს“ დაცვის გაახალგაზრდავება აქვს გადაწყვეტილი.

ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული და დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა აპენინელი ჟურნალისტების ვარაუდით, კრიშტიანუ რონალდუსა და ჟოაუ კანსელუს შემდეგ ტურინელთათვის პორტუგალიური ბაზარი ძალზე მოთხოვნადი გახდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …