ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „ბაიერნში“ შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ბებერ ქალბატონში“ ბედნიერია.
„იუვენტუსში“ თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ გვაქვს დიდი მიზნები და ამაზე ვარ კონცენტრირებული. სატრანსფერო ბაზარი ჩემთვის პრობლემა არაა“, – ციტირებს დიბალას სიტყვებს Bild-ი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს არგენტინელ შემტევს სწორედ მიუნხენის „ბაიერნს“ უკავშირებენ. აქვე გეტყვით, რომ არგენტინის ნაკრებმა მექსიკა ამხანაგურ შეხვედრაში 2:0 დაამარცხა, ხოლო დიბალამ „ალბისელესტეს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.