ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ მოიზე კინს იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი. აშშ-სთან შეხვედრაში რობერტო მანჩინიმ მატჩის მიწურულს მოედანზე შეუშვა და მიუხედავად არცთუ დიდი სათამაშო დროისა, სპეციალისტებისგან კარგი შეფასება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კინი „სკუადრა აძურას“ ისტორიაში შევიდა. ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც 2000 წელსაა (და შემდეგ) დაბადებული და იტალიის ნაკრებში ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ იტალიამ ამხანაგურ შეხვედრაში აშშ მატეო პოლიტანოს გოლით დაამარცხა.