სანაკრებო პაუზა დასრულებულია. ახლა ისევ საკლუბო ფეხბურთი გადმოიწევს წინა პლანზე და „იუვენტუსიც“ სერია A-ს მე-13 ტურში „სპალთან“ მატჩისთვის მზადება აგრძელებს.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, აღნიშნულ მატჩში არ ითამაშებს ჯორჯო კიელინი. კაპიტანი ჯანმრთელადაა, გუნდთან ერთად გუშინ ივარჯიშა კიდეც (სანაკრებო შეკრება მან პორტუგალიასთან მატჩის მერე დატოვა). თუმცა, მასიმილიანო ალეგრის სურს, რომ ჯორჯო დაასვენოს, რადგან შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩი ელოდება.
კიელინის გარდა „სპალთან“ ლეონარდო ბონუჩიც დაისვენებს. მან იტალიის ნაკრებში ორივე შეხვედრა ჩაატარა და ბუნებრივია დასვენება სჭირდება. შესაბამისად, „იუვეს“ დაცვის ცენტრი ფერარელთა წინააღმდეგ დანიელე რუგანით და მეჰდი ბენატიათი დაკომპლექტდება.