ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „ატალანტასთან“ (0:3) მძიმე მარცხის შემდგე სოციალურ ქსელში სტატუსი გამოქვეყნა:
„როდესაც გამარჯვებით ცხოვრობ, წაგება მტკივნეულია. წამოვდგებით და რეაგირებას ერთად მოვახდენთ“, – დაწერა პაულომ სოციალურ ქსელში.
„იუვენტუსს“ ჩეპიონთა ლიგის განახლებამდე სამი მატჩი აქვს ჩასატარებელი („პარმასთან“, „სასუოლოსთან“, „ფროზინონესთან“) და სწორედ ამ მატჩებით უნდა გამოასწოროს სათამაშო ხარისხი და გამოიკეთოს ხასიათი „ატლეტიკოსთან“ უმნიშვნელოვანეს მატჩამდე.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი