მთავარი / სიახლეები / პრობლემები დაცვაში და განგაშის ზარი

პრობლემები დაცვაში და განგაშის ზარი

„იუვენტუსი“, როგორც დანარჩენი გუნდები, დაუმარცხებელი არ გამოდგა. სეზონის ერთ-ერთი მიზანი უკვე წარსულია და იტალიის თასს გუნდი გამოეთიშა. 2014 წლის იანვარის შემდეგ („რომასთან“ 0:1) ეს იყო „იუვეს“ პირველი წაგება იტალიის თასზე. ალეგრის აზრით, არაფერი მომხდარა, უფრო სწორად, შეგვიძლია მეორე ახსნაც მოვუძებნოთ იტალილის სიტყვებს – ასე უკეთესია, გუნდი დანარჩენი ფრონტებისთვის ძალებს უკეთ გადაანაწილებს.

პრობლემები დაცვაში – შემადგენლობა ფართო და ალტერნატიულია, მაგრამ „იუვეც“ ხვდება საგანგებო სიტუაციებში. იტალიის თასზე ბონუჩიმ ტრავმის გამო ვერ ითამაშა (როგორც ბარძალიმ), კიელინიმ კი შეცვლა პირველივე ტაიმში მოითხოვა. მას ალბათ რამდენიმე კვირა გაუცდება, მაგრამ ფეხბურთელი და ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ „ატლეტიკოსთან“ პირველი მატჩი არ გამოტოვოს. ბენატია ყველას დაემშვიდობა, ხოლო კასერესისთვის ასეთი დებიუტი რთული იქნებოდა. შედეგი? გუნდი, რომელსაც ბოლო 7 მატჩში იტალიის თასზე გოლი არ ჰქონდა გაშვებული, „ატალანტასთან“ ორ წუთში ორი გაუშვა. ახლა წინ „პარმასთან“ მატჩია. ჩემპიოთა ლიგა კი, ჯერაც საკმაოდ შორსაა, რადგან იქამდე ჩემპიონატში „სასუოლო“ და „ფროზინონეც“ ელოდება.

ნახვამდის ტრიპლეტი – ეს არაა ტრაგედია, მაგრამ „ბებერ სინიორას“ მიზნებში ესეც შედიოდა. ტრიპლეტის იდეა ამ წელსაც არქივის წევრი გახდა. ნამდვილი მიზანი ისევ ჩემპიონთა ლიგაა, სადაც დე შილიოსა და კანსეული საოცარი შეცდომები და რონალდუს გაუმართავი თამაში „იუვეს“ არ გამოადგება. „ატალანტასთან“ მეორე ტაიმში „იუვემ“ თავი წამოწია და შეტევაში გაიხედა, მაგრამ ხიფათი მაინც ვერ შექმნა.

ბოლო დროს “ბებერ სინიორას” ძალიან უჭირს საგოლე მომენტების შექმნა. ეს გამოჩნდა „ლაციოსთანაც“ და „ატალანტასთან“. შეგვიძლია გავიხსენოთ ბერნარდესკის ერთი გარღვევა და ხედირას შორეული დარტყმა. ძალიან ცოტაა ამ ძალისა და ამბიციების გუნდისთვის. მარტიდან მოყოლებული („ლაციოსთან“ და „ტოტენჰემთან“) „იუვემ“ პირველი ტაიმები ზედიზედ ისე ჩაატარა, რომ კარში არ დაურტყამს (ამჯერად „ლაციოსთან“ და „ატალანტასთან“).

განგაშის ზარი უკვე გაისმა და ახლა, „იუვეს“ თუ რამის გაკეთება უნდა, უნდა გააკეთოს!

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …