მთავარი / სიახლეები / “ატალანტა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ატალანტა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსი“ ბერგამოში „ატალანტასთან“ დამარცხდა და იტალიის თასს გამოეთიშა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით:

შჩესნი 5.5 – გომესის დარტყმა მოიგერია, მაგრამ ვერაფერი გააწყო კასტანეს ეპიზოდში და ძაპატას პირველი გოლის დროს. 666 დღის შემდეგ „იუვენტუსმა“ იტალიის თასზე გოლი გაუშვა.

დე შილიო 5 – კიელინის ტრავმის შემდეგ ცენტრში გადაინაცვლა და დაცვის ხაზის პრობლემებიც დაიწყო. ძაპატამ პრაქტიკულად შეჭამა და „ბიანკონერისთვის“ 3:0 საჩუქარი უნდა იყოს.

რუგანი 5 – რთულია მისი შეფასება, რადგან ფაქტობრივად მარტო თამაშობდა დაცვის ცენტრში.

კიელინი  6 – 26-ე წუთზე ტრავმა მიიოო და „იუვენტუსი“ შიშის ქცეშ დააყენა. მის გარშე „იუვე“ ჩაიძირა.

კანსელუ 4.5 – კასტანეს გოლი სწორედ მის შეცდომას მოჰყვა და იმის შემდეგ თამაში დაბრუნება ვერც მოახერხა.

ალექს სანდრო 4.5 – დე შილიოს გარდა ძაპატას წინააღმდეგობა ალექს სანდრომაც ვერ გაუწია.

ხედირა 4.5 – ეს იყო საღამო, როდესაც გამოცდილება მეტი მნიშვნელობა კუნთებს და ძალას ჰქონდა. გერმანელის არჩევანი კი სწორი არ აღმოჩნდა. პირველ ბურთზე „ატალანატას“ ფეხბურთელები ყოველთვის ასწრებდნენ.

პიანიჩი 5 – მან მხოლოდ 20 წუთი ითამაშა.

ბენტანკური 5 – ბერგამო მისთვის უმოქმედო ქალაქია. წინა მატჩში გააძევეს, ახლაც ვერაფერი აჩვენა.

მატუიდი 5 – „ატალანტას“ ფეხბურთელებმა მასზე ორჯერ მეტი მანძილი დაფარეს.

ბერნარდესკი 5.5 – მეორე ტაიმში ის უკანასკნელი ფეხბურთელი იყო, რომელიც ბრძოლას და თამაშს ცდილობდა.

დიბალა 5 – მეტოქეები არ აძლევდნენ ადვილად გათავისუფლების საშუალებას. ეს არ იყო მისი საღამო.

დუგლას კოშტა 5 – თამაშში, მაშინ ჩაერთო, როცა ყველაფერი თითქმის გარკვეული იყო.

რონალდუ 5.5 – ცდილობდა პრესტიჟის გოლის გატანას, ბოლოს შანსიც მიიღო, მაგრამ უშედეგოდ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …