ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა სამი ხედირამ „ატალანტასთან“ (0:3) მარცხი შეაფასა და განაცხადა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.
„რთული და სამწუხაროა ასეთი მარცხი, მაგრამ ეს ფეხბურთია უნდა შევეგუოთ. ეს არ ყოფილა ჩვენი საუკეთესო საღამო, „ატალანტამ“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა, დაიმსახურა გამარჯვება და ნახევაფინალში წარმატებას ვუსურვებთ.
ასეთი ტიპის თამაშები შესაძლოა სეზონის განმავლობაში იყოს, თუმცა ჩემპიონატზე ეს გავლენას არ ახდენს. ბევრი შეცდომა დავუშვით და სწორია, რომ „ატალანტა“ შემდეგ ეტაპზე გავიდა“, – თქვა ხედირამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასის გათამაშებას გამოეთიშა.