მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ალბათ მენტალურად დავიღალეთ”

ალეგრი: “ალბათ მენტალურად დავიღალეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატალანტასთან“ მარცხის შემდეგ (0:3) კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ეს ნეგატიური საღამო იყო.

„ალბათ მენატლურად დავიღალეთ. ეს იყო ნეგატიური საღამო და საჭიროა, შევხვდეთ სწორად. ძალიან ვწუხვართ, დიდი სურვილი გვქონდა, მაგრამ „ატალანტას“ კომპლიმენტი უნდა ვუთხრათ. ჩვენმა მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა.

ვიმეორებ, ეს ფეხბურთია, ყოველთვის ვერ გავიმარჯვებთ. თუ სწორად მივუდგებით ამ წაგებას, ყველაფერი კარგად იქნება, ყურადღება უნდა გავზარდოთ. ახლა კი, „პარმასთან“ მატჩზე უნდა ვიფიქროთ“, – თქვა ალეგრიმ.

„იუვენტუსი“ იტალიის თასს, რომელიც ზედიზედ ოთხჯერ მოიგო, მეოთხედფინალში გამოეთიშა.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …