მთავარი / სიახლეები / ბრუნო ალვეში ან ვიდა – “იუვეს” დაცვის ცენტრში პრობლემებია

ბრუნო ალვეში ან ვიდა – “იუვეს” დაცვის ცენტრში პრობლემებია

ტურინის „იუვენტუსი“ დაცვის პრობლემების წინაშე დადგა. ლეონარდო ბონუჩის ჯორჯო კიელინიც შეუერთდა. ამ ეტაპზე უცნობია ჯორჯოს დიაგნოზი, გამოკვლევა ხვალ ჩაუტარდება.

იტალიური მედიის ცნობით, კაპიტანს 15 დღე მაინც მოუწევს უქმობა. „ატლეტიკოსთან“ მისი თამაშის საკითხი კი, ამ ეტაპზე ღიაა – ყველაფერი უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

სატრანფსერო ფანჯარა კი დღეს იხურება და „იუვეს“ ძალიან ცოტა დრო აქვს ახალი მცველის მოსაყვანად. როგორც ადგილობრივი გამოცემები წერენ, ტურინელები დღის ბოლომდე ყველაფერს გააკეთებენ, რომ „პარმა“ 37 წლის ბრუნო ალვეში იჯარით ტრანსფერზე დაითანხმონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ პარმეზანელები ამ დროისთვის გუნდის კაპიტანთან შელევას არ აპირებენ, თუმცა, შესაძლოა უახლოეს საათებში ვითარება შეიცვალოს. 37 წლის პორტუგალიელის გარდა სახელდება დომაგოი ვიდას კანდიდატურაც. ხორვატი ამჟამად „ბეშიქთაშის“ ღირსებას იცავს.

ვნახოთ, როგორ დააღწევს თავს „იუვე“ დაცვის ცენტრში შექმნილ საგანგაშო ვითარებას.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …