ტურინის „იუვენტუსს“ ვესტონ მაკკენი, არტური და პაულო დიბალა დაუბრუნდნენ. იტალიური მედიის ცნობით, სამივე ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.
ისინი დიდი ალბათობით, „ნაპოლისთან“ მატჩისთვის განაცხადშიც მოხვდებიან. მოგეხსენებათ, ანდრეა პირლომ ფეხბურთელები დასაჯა, რადგან საკარანტინე წესები დაარღვიეს.
მაკკენიმ წვეულებამ საკუთარ ვილაში მოაწყო და იქ დიბალა და არტურიც მიიწვია, რითაც კოვიდ-რეგულაციები დაირღვა.