რუსული Match TV-ს ჟურნალისტი ნობელ არუსტამიანი ტელეგრამში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მან დაწერა, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი უახლოეს მომავალში იტალიაში გაფრინდება.
ის აპენინის ნახევარკუნძულზე „იუვენტუსის“ და „მილანის“ წარმომადგენლებს შეხვდება. ასევე დაინტერესებულია კიდევ ერთი იტალიური გუნდი „ნაპოლიც“.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. როგორც რუსული მედია წერს, თბილისში ორივე იტალიური გრანდის სკაუტები იყვნენ საქართველო – ესპანეთის მატჩზე.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.