მთავარი / სიახლეები / სერია A / დიბალა: “ალეგრიმ მანჯუკიჩისთვის თავის გაწირვა მთხოვა”

დიბალა: “ალეგრიმ მანჯუკიჩისთვის თავის გაწირვა მთხოვა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ განაცხადა, რომ როდესაც ტურინში გადავიდა, მასიმილიანო ალეგრიმ მარიო მანჯუკიჩისთვის თავის გაწირვა სთხოვა.

რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ხორვატს უნდა დახმარებოდა და თან დაცვითი ფუნქციების შეესრულებინა.

„როდესაც „იუვეში“ მივედი, ალეგრიმ მითხრა, რომ მანჯუკიჩს დავხმარებოდ, როგორც მე მეხმარებოდა „პალერმოში“ ფრანკო ვასკესი. „იუვენტუსში“ თავი უნდა გამეწირა და დაცვას დავხმარებოდი.

შემდეგ ეტაპობრივად მწვრთნელმა სრული თავისუფლება მომანიჭა, ასე დავიწყე უფრო წინ თამაში, ნახევარდაცვაში და ფლანგზე. ვაკეთებდი იმას რაც მსურდა დაახლაც, ასეა, სარის დროს სამ პოზიციაზე ვთამაშობ“, – განაცხადა დიბალამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …