იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ სერია A-ს მიმდინარე სეზონის განახლების შესახებ ისაუბრა.
„ჩემპიონატის განახლება 20 მაისისთვის იგეგმება, უარეს შემთხვევაში ივნისის დასაწყისში. ამ ეტაპზე ჩაშლა არ განიხილება, რადგან ეს ისედაც საკმაოდ რთული ნაიბიჯი იქნება. „იუვენტუსი“? „იუვე“ ჩაშლის მომხრე არაა და შესაბამისად, სკუდეტოს კაბინეტიდან მიღება არ უნდა“, – თქვა გრავინამ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს დასრულებამდე 12 ტურია დარჩენილი.