მადრიდის „რეალის“ მცველ მარსელოს „იუვენტუსში“ გადასვლა და მეგობარ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად თამაში უნდა.
Don Balon-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა იტალიაში გადაბარგებაც გადაწყვიტა და დანარჩენი უკვე იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები.
შეგახსენებთ, რომ მარსელოს დამდეგ ზაფხულს „რეალის“ დატოვებას უწინასწარმეტყველებენ.