ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ესპანური Marca-ს ვერსიით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მადრიდულმა გამოცემამ გამოკითხვა ჩაატარა და რონალდუს 246 ათასი ხმა ერგო, ხოლო მეორე ადგილზე ლიონელ მესი გავიდა 209 ათასი ხმით.
პორტუგალიელს კონკურენციას ზინედინ ზიდანი, პაოლო მალდინი და დიეგო მარადონაც უწევდნენ.