ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მცველი მეჰდი ბენატია მირალემ პიანიჩის ახლო მეგობარია და მაროკოელი Tuttosport-ს სწორედ ბოსნიელის შესახებ ისაუბრა.
ბენატიას განცხადებით, თუ კლუბი არ გადაწყვეტს პიანიჩის გაყიდვას, თვითონ გუნდს არ დატოვებს, რადგან ტურინში ბედნიერია.
„ინტერთან“ მატჩამდე ის გრძნობდა, რომ საუკეთესო კონდიციაში არ იყო, მაგრამ გავიხსენოთ რამდენი თამაში ჩაატარა ამ სეზონში? „ბიანკონერის“ ფეხბურთელებში ყველაზე მეტი დატვირთვა მასზეა და უკან არასდროს დაუხევია. გარდა ამისა, ახალ ტაქტიკასთან ადაპტირება მოახდინა, სარი ხშირად თამაშობს ორი ფორვარდით და გამთამაშებლით. ბევრს დაბრობდა, ისევე როგორც მატუიდი. ორივემ მითხრა, რომ მართლა დაიღალნენ. ასე ყველასთვის რთულია: ნაკლები ბურთის ფლობა და მეტი სირბილი. საბოლოოდ, კუნთების ტრავმაც მიიღო. მესმის, რომ რომ სარის უნდა ბურთი უფრო მეტ ხანს ჰქონდეს გუნდს, მაგრამ ამისთვის ფეხბურთელები ფიზიკურად მომზადებულნი უნდა იყვნენ.
მირალემს ყოველთვის შეუძლია მოძებნოს გამოსავალი, როდესაც მეტოქისგან პრესინგს განიცდის. სხვებზე მეტი ხარისხი აქვს. ბენტანკურს ნათელი მომავალი აქვს და ერთ-ერთი საუკეთესო გახდება, მაგრამ ის ამ ეტაპზე პიანიჩზე უკანაა. მირალემი თვითკრიტიკულიცაა, დავურეკე და ანერვიულებული იყო, მითხრა, რომ ცუდად თამაშობდა და ნერვიულობდა. ეს პაუზა მას დაეხმარება ძველებურად კარგი ფორმა აღიდგინოს.
მას „იუვესთან“ კონტრაქტი კიდევ სამი წელი აკავშირებს და თავს კარგად გრძნობს. მართალია ისიც, რომ ყოველ სატრანსფერო ბაზარზე გუნდის შეცვლა შეუძლია, პსჟ დაინტერესებულია, მანამდე „რეალიც“ იყო, მაგრამ საბოლოოდ „იუვესთან“ გაახანგრძლივა კონტრაქტი. „იუვენტუსი“ უყვარს და თავდაჯერებულია. გასახდელში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, იცის, როგორ უნდა მოიპოვოს პატივისცემა. ისიც ვიცით, რომ სიტუაციის შეცვლა შეიძლება და კლუბმა შესაძლოა მისი გაყიდვა გადაწყვიტოს, მაგრამ თუ ეს ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული, დარწმუნებული ვარ ტურინში დარჩება. არასდროს უთქვამს ჩემთვის, რომ გარემოს შეცვლა უნდა, პირიქით, „იუვეში“ მისი მენტალიტეტი შეიცვალა. ახლა ის ყოველთვის გამარჯვებისთვის თამაშობს“, – აღნიშნა ბენატიამ.
შეგახსენებთ, რომ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016 წლიდან თამაშობს და 167 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი.