ტურინის „იუვენტუსის“ მცველ მატიას დე ლიხტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.
ნიდერლანდელი თვითიზოლაციაში გადავიდა და უახლოეს მატჩებში გუნდს ვერ დაეხმარება. მათ შორის, „სასუოლოსთან“ და სავარაუდოდ „ინტერთან“ და იტალიის სუპერთასზე „ნაპოლისთან“.
მატიას დე ლიხტი ტრავმის მოშუშების შემდეგ მუდმივად „იუვეს“ ძირითადში თამაშობდა და ეს ტურინელთათვის დიდი დანაკლისია. მას სავარაუდოდ მერიჰ დემირალი ან ჯორჯო კიელინი შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში კორონავირუსი ხუან კუადრადოსა და ალექს სანდროს დაუდასტურდათ.
Positività calciatore prima squadra
➡️ https://t.co/sFUD0MTu0y pic.twitter.com/cJRTEVQHq1— JuventusFC (@juventusfc) January 8, 2021