მთავარი / სიახლეები / ფრაბოტა: “მილანთან” მოგება მნიშვნელოვანი მესიჯი იყო”

ფრაბოტა: “მილანთან” მოგება მნიშვნელოვანი მესიჯი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ჯანლუკა ფრაბოტამ Sky Sport-თან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ „იუვემ“ „მილანთან“ გამარჯვებით მნიშვნელოვანი მესიჯი გაგზავნა.

„იუვე“ ყოველთვის არის, ყველა ტურნირის მოგებას ისახავს მიზნად. ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება, მნიშვნელოვანი მესიჯი. მესიჯი ყოველთვის არსებობს: „იუვეს“ მუდამ გამარჯვება სურს და ყოველთვის უნდა მოიგოს.

„სან სიროზე“ თამაში ძლიერი ემოცია იყო, ეს სტადიონი ფეხბურთის ისტორიაა. მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩემპიონატისთვის, „იუვესთვის“ და „მილანისთვის. ორი გუნდი, რომლებიც სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში არიან და სკუდეტოს მოგება უნდათ“, – თქვა ფრაბოტამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა ფრაბოტა „იუვენტუსის“ მთავარ გუნდში 23-წლამდე გუნდიდან ანდრეა პირლომ დააწინაურა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …