ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, ის უკვე მაღალ დონეზე თამაშობს, მაგრამ მაინც გააკრიტიკა.
„გულწრფელად გეტყვით, რომ არმომწონს, როდესაც მსაჯებთან წუწუნებს. ძვირაფო ფედერიკო, შენ უკვე მიაღწიე მაღალ დონეს და ბოლო რამდენიმე კვირაა აჩვენებ, რომ შეგიძლია იქ დარჩენა, მაგრამ გახსოვდეს, რომ რაც უფრო ნაკლებად წუწუნებ, მით უფრო პატივს გცემენ მეტოქეები. მსაჯების შემთხვევაშიც ასეა. წინ ნათელი მომავალი გაქვს, იმედია, იტალიის ნაკრების მაისურშიც“, – თქვა ტარდელიმ.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა „იუვენტუსს“ კარგად მოერგო და 5 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს შესრულებული.