ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ, ვოიცეხ შჩენსიმ „მილანთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „იუვენტუსი“ ცოცხალია.
„ბევრ ადამიანს სურდა ჩვენ მკვდარი ვენახეთ, მაგრამ ისევ ცოცხლები ვართ!“, – დაწერა შჩესნიმ ინსტაგრამში.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 30 ქულით მეოთხე ადგილზეა და უახლოეს მატჩს კვირას „სასუოლოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.