ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-16 ტურში „მილანი“ ფედერიკო კიეზას დუბლით და ვესტონ მაკკენის გოლით 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.
14 – „იუვენტუსმა“ სერია A-ში „მილანთან“ ბოლო 16 მატჩიდან 14 მოიგო (2 წაგება).
6 – „მილანი“ არის გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ფედერიკო კიეზას სერია A-ში ყველაზე მეტ მეტ გოლში აქვს უშუალო მონაწილეობა მიღებული – 3 გოლი, 3 საგოლე გადაცემა.
2 – ფედერიკო კიეზამ სერია A-ში პირველად გაიტანა ერთზე მეტი გოლი გასული წლის ივლისის შემდეგ (ჰეთ-თრიქი „ბოლონიასთან“ „ფიორენტინასთან“ მაისურით).
2 – 2018 წლის თებერლვის შემდეგ, როდესაც „იუვემ“ „სასუოლოს“ 7:0 მოუგო, პირველად გააკეთა „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა 2 საგოლე პასი ერთ მატჩში ერთი ფეხბურთელის მიმართულებით. მაშინ ფედერიკო ბერნარდესკის 2 პასით გონსალო იგუაინმა ორჯერ გაიტანა, ამჯერად პაულო დიბალას გადაცემებით დუბლი ფედერიკო კიეზამ შეასრულა.
9 – პაულო დიბალას „იუვეს“ მაისურით „მილანთან“ სერია A-ში 9 მატჩში 9 გოლში აქვს უშუალო მონაწილეობა მიღებული (5 გოლი, 4 საგოლე პასი).
2 – 2019 წლის იანვრის შემდეგ („კიევოსთან“) პაულო დიბალამ სერია A-ს ერთ მატჩში 2 საგოლე პასი პირველად გააკეთა.
2 – ვესტონ მაკკენის შეცვლებიდან უფრო მეტი გოლი აქვს სერია A-ში გატანილი (4 მატჩში 2 გოლი), ვიდრე ძირითადში ყოფნის დროს (8 მატჩში 0 გოლი).
50 – აარონ რემზიმ „იუვენტუსის“ მაისურით ყველა ტურნირის ჩათვლით 50-ე თამაში ჩაატარა.