ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-16 ტურში „მილანი“ ფედერიკო კიეზას დუბლითა და ვესტონ მაკკენის გოლებით 3:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 6.5 – პირველ ტაიმში ყველაფერი აიღო, რაც შეეძლო, მაგრამ კალაბრიას გოლის მომენტში არაფრის გაკეთება შეეძლო, გარდა იმისა, რომ ბურთის თვალი გაეყოლებინა.
დანილო 6.5 – გამოცდილებით და ტაქტიკური გრძნობით ითამაშა. პირლოს ხელში ის ყოველთვის კარგია.
ბონუჩი 6.5 – ბევრი დარტყმა დაბლოკა. დანილოსა და დე ლიხტს შორის ძალიან იშვიათად უშვებდა შეცდომას ან საერთოდ არა.
დე ლიხტი 6.5 – მცირე დაღლილობის მიუხედავად დაადასტურა, რომ ბრწყინვალე მცველია.
ფრაბოტა 6 – ძირითადში ცოტა მოულოდნელად მოხვდა, მაგრამ გამოცდა ჩააბარა.
დემირალი შ.გ – თურქმა მცველმა მხოლოდ ბოლო წუთები ითამაშა.
კიეზა 8 – ჯერ ბურთი ძელს მოარტყა, შემდეგ ანგარიში გახსნა და ბოლოს დუბლი შეასრულა. ამ მომენტში „იუვენტუსის“დამატებითი მოთამაშეა.
მაკკენი 7 – ამერიკელი შეცვლაზე შევიდა და დამამშვიდებელი გოლი გაიტანა. მანამდეც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ დონარუმამ აჯობა.
რაბიო 6 – ჩალჰანოღლუმ ალბათ მასზე თამაშის წესი დაარღვია, მაგრამ ბევრ ეპიზოდში ძალიან მსუბუქად თამაშბდა და მაკკენისთან დინამიზმიც აკლდა.
ბენტანკური 5.5 – ცუდად დაიწყო და „მილანს“ სახიფათო მომენტი შეაქმნევინა უხეში შეცდომის შემდეგ. ეს თამაში მისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია „უდინეზესთან“ კარგი მატჩის შემდეგ. მსაჯსაც უნდა უმადლოდეს, რადგან შეიძლებოდა მეორე ყვითელი ბარათი მიეღო.
არტური შ.გ – ბრაზილიელმა 16 წუთი ითამაშა.
რემზი 5 – ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და პირველ ტაიმში ლეაო კარის წინ დატოვა.
ბერნარდესკი შ.გ – ფედერიკომ მატჩის ბოლო ნაწილი ითამაშა.
დიბალა 7 – რონალდუზე მეტად ცენტრფორვარდი ის იყო, მიუხედავად იმისა, რომ საჯარიმოში პრაქტიკულად არ გვინახავს. ორი საგოლე პასი გაკაეთა, პირველი კი საოცარი.
კულუშევსკი 7 – დიბალას ნაცვლად ჩაერთო თამაშში და ძალიან კარგად. მაკკენის გოლი მისი დამსახურებაა და თავისი ხარისხი აჩვენა.
რონალდუ 6 – მისი საუკეთესო მოქმედება მაკკენიზე შესანიშნავი პასი იყო (დონარუმას სეივი). ეს იყო რონალდუს თამაში ყველაზე საინტერესო ეპიზოდი.
პირლო 7 – „იუვე“ ითიშება და ირთვება, მაგრამ როდესაც ირთვება „მილანს“ სჯაბნის. გუნდმა მოიგო და დაბრუნდა სკუდეტოსთვის ბრძოლაში. ამ მოგებამ კი შეიძლება „ბიანკონერის“ სრულიად განსხვავებული მნიშვნელოვანი მიანიჭოს.