მთავარი / სიახლეები / დე ლიხტის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა
დე ლიხტის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

დე ლიხტის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

ტურინის “იუვენტუსი” მატის დე ლიხტის ტრანსფერის გაოფიციალურებას ვერ ახერხებს. მეტიც, დიდი შანსია ჰოლანდიელი “იუვეს” ფეხბურთელი აღარ გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ დე ლიხტი “ბებერ სინიორასთან” შეთანხმებულია და თავადაც ტურინში გადაბარგება უნდა, ამსტერდამის “აიაქსს” სხვა გეგმები აქვს. “იუვე” ჰოლანდიურ გუნდს 55 მილიონი ევრო და 10 მილიონი ბონუსის სახით შესთავაზა, რაც მეორე მხარისთვის მიუღებელი წინადადება აღმოჩნდა.

“ბარსელონა” მზადაა “აიაქსს” 75 მილიონი ევრო გადაუხადოს, მაგრამ “იუვესგან” განსხვავებით თავად ფეხბურთელს სთავაზობს ნაკლები ოდენობის ხელფასს.

ამასობაში, კატალონელთა პრეზიდენტმა ბართომეუმ დღეს ესპანურ მედიას უთხრა, რომ დე ლიხტის მომავლის შესახებ ინფორმირებულია:

“დიდი ხანია ვიცი სად ითამაშებს დე ლიხტი მომდევნო სეზონში. ახლა ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია”, – თქვა ბართომეუმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *