ტურინის „იუვენტუსმა“ „სასუოლოს“ ცენტრალური მცველი მერიჰ დემირალი გაიფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
დემირალმა „იუვესთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. ტრანსფერის ღირებულებამ 18 მილიონი ევრო შეადგინა, რომელსაც ტურინელები მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაფარავენ.
დემირალი „სასუოლოს“ მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და სერია A-ში ჩატარებულ 14 თამაშში 2 გოლი გაიტანა. მანამდე კი ლისაბობის „სპორტინგის“ აკადემიაში და თურქულ „ალანიასფორში“ ირჯებოდა.
21 წლის ცენტრალურ მცველს თურქეთის ნაკრებში 4 თამაში აქვს ჩატარებული.