მატის დე ლიხტის ტრანსფერის დახურვის შემდეგ „იუვენტუსი“ ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე გადაერთვება. Corriere Della Sera-ს ინფორმაციით, იტალიელი შემტევი „ფიორენტინას“ ახალ პრეზიდენტ როკო კომისოს შეხვდა და გუნდიდან გაშვება სთხოვა.
„იებს“ კიეზას მიმდინარე ზაფხულს გასხვისება არ სურთ, მაგრამ ფეხბურთელი ფლორენციაში დარჩენას არ გეგმავს და ყველა ღონეს ხმარობს, რომ ხელმძღვანელობა „იუვენტუსში“ ტრანსფერზე დაიყოლიოს.
თავის მხრივ ტურინელები სწორედ კიეზა-კომისოს შეხვედრის განაჩენს ელოდებოდნენ და წინადადება მზად აქვთ, რომელიც 60 მილიონ ევროს შეადგენს.
ხსენებულ თანხაზე კი, წესით „ფიორენტინას“ დათანხმება რთული არ უნდა გამოდგეს.