მთავარი / სიახლეები / ადრიენ რაბიო: “იუვე” პრესტიჟული, დიდი და ისტორიული გუნდია”
რაბიო: “იუვე” პრესტიჟული, დიდი და ისტორიული გუნდია”

ადრიენ რაბიო: “იუვე” პრესტიჟული, დიდი და ისტორიული გუნდია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ წარდგენის შემდეგ პირველად ისაუბრა „ბებერი სინიორას“ ფეხბურთელის რანგში.

ფრანგი მოთამაშის განცხადებით, ბედნიერია, რომ ასეთ პრესტიჟულ და ისტორიულ გუნდში მოხვდა და მოუთმენლად ელოდება სეზონის დაწყებას.

„იუვე“ დიდი გუნდია, პრესტიჟი და შესანიშნავი ისტორია აქვს. ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ერთ-ერთი მოტივი რისთვის ეს არჩევანი გავაკეთე, კარიერის მომდევნო ეტაპზე გადასვლა და პროგრესია. ეს საუკეთესო ადგილია, სადაც დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშებ, რაც დამეხმარება განვითარებასა და სწავლის გაგრძელებაში.

მე ცაცია ვარ, შემტევი ფეხბურთელი, მომწონს შეტევა, მაგრამ დაცვის დახმარებაც შემიძლია. როგორც აქამდე ვთქვი ჩემი საყვარელი პოზიცია Box-to-box გახლავთ.

ბუფონი? მასთან ვისაუბრე იმ ცხოვრებაზე, რომელიც აქ არის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი დახმარება და რჩევები, რომ კარიერაში სწორი არჩევანი გამეკეთებინა.

ეს მაისური ძალიან ბევრ ადამიანს წარმოადგენს. „იუვეს“ მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი და პრესტიჟული ხელმძღვანელობა ჰყავს. „ალიანც სთედიუმზე“ დებიუტი? უკვე წარმომიდგენია ჩემი ემოციები, შესანიშნავი ატმოსფერა იქნება. გამარჯვება საგოლე პასით ან გოლით? რატომ არა. მოუთმენლად ველოდები და ვიმედოვნებ ერთად სიამოვნებას მივიღებთ“, – თქვა რაბიომ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *