მთავარი / სიახლეები / დანი ალვეში და “იუვეს” წარმომადგენლები შესაძლოა ტურინში შეხვდნენ
დანი ალვეში და "იუვეს" წარმომადგენლები შესაძლოა ტურინში შეხვდნენ

დანი ალვეში და “იუვეს” წარმომადგენლები შესაძლოა ტურინში შეხვდნენ

დანი ალვეშის „იუვენტუსში“ შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი დღითიდღე აქტუალური ხდება. ბრაზილიელი ამჟამად თავისუფალი აგენტია და იტალიურ გუნდს საკუთარ თავი თავად შესთავაზა.

Goal-ის ცნობით, ფეხბურთელი და „იუვეს“ ხელმძღვანელები შესაძლოა სულ მალე ტურინში ერთმანეთს შეხვდნენ და ტრანსფერი განიხილონ.

თუმცა, ეს არ იქნება ადვილი გარიგება, მეტწილად ხელფასის გამო – 36 წლის მცველი საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოს, 7 მილიონ ევროს ითხოვს, რაც იტალიურ კლუბს ეძვირება.

ალვეშს „იუვენტუსის“ გარდა, „ინტერისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ვარიანტებიც გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში „იუვეში“ 2016-2017 წლების სეზონში თამაშობდა, მაგრამ კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყდა და გუნდი ერთი სეზონის შემდეგ დატოვა. თუმცა, ის სეზონი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *