მთავარი / სიახლეები / სერია A / დანილო: “ასეთი კონცენტრაცია და დამოკიდებულება უნდა შევინარჩუნოთ”

დანილო: “ასეთი კონცენტრაცია და დამოკიდებულება უნდა შევინარჩუნოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ნაპოლისთან“ (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი მცველის თქმით, გუნდმა ის კონცენტრაცია და დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოს, რაც ნეაპოლელებთან აჩვენეს.

„ჩვენთვის ცნობილი იყო ამ მატჩის მნიშვნელობა. როდესაც ვიცით, რომ სირთულეები გველოდება, მზად ვართ მას გავუმკლავდეთ. ვიცით, რომ მატჩები კარგი თამაშით უნდა მოვიგოთ. ასე უნდა გავაგრძელოთ. ამ სეზონში ბევრი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ახლა უფრო გამოცდილებით, ამიტომ, გუნდს უნდა დავეხმაროთ და შევინარჩუნოთ დღევანდელი კონცენტრაცია და დამოკიდებულება“, – თქვა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 59 ქულით მესამე ადგილზა და მომდევნო მატჩს კვირას „ჯენოასთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …