ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მესამე ტურის გადადებულ მატჩში „ნაპოლი“ კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას გოლებით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
ბუფონი 6.5 – ძალიან დამაჯერებელი იყო და დაცვას ხელმძღვანელობდა.
დანილო 6.5 – ინსინიეს წინააღმდეგ თამაში ადვილი არ არის, მაგრამ მას გაუმკლავდა.
დე ლიხტი 6 – კლდესავით იდგა, როდესაც ბურთის დაბლოკვა საჭირო იყო, მაგრამ ინსინიესთან უჭირდა.
კიელინი 6 – დაცვაში ყოველთვის ან თითქმის სულ საუკეთესო იყო. მაგრამ პენალტის ეპიზოდში ისეთი შეცდომა დაუშვა, რაც მას არ ახასიათებს.
ალექს სანდრო 6 – ყოველთვის დამაჯერებელი არ იყო, მაგრამ კიეზას ზურგს უმაგრებდა.
კუადრადო 6 – ოდნავ ცივსისხლიანი რომ ყოფილიყო, გოლსაც გაიტანდა. თავის ჩვეულებრივ დონესთან შედარებით ოდნავ ცუდად ითამაშა.
მაკკენი 6 – გუნდს დაეხმარა ანგარიშის შენარჩუნებაში.
ბენტანკური 6.5 – არტურის ნაცვლად ძირითადში მოხვდა და საკმაოდ კარგადაც ითამაშა.
რაბიო 6.5 – ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა, როგორც ჩაშლის, ისე შექმნის კომპონენტში.
კიეზა 7 – ის შთამბეჭდავად სტაბილური გახდა. რონალდუმ გაიტანა, მაგრამ გოლის ორი მესამედ მისი იყო.
არტური შ.გ – ბრაზილიელმა ბოლო 10 წუთი ითამაშა.
მორატა 6 – კონტრშეტევებზე მან ისევ ძალიან იმოქმედა.
დიბალა 7 – 3 თვის შემდეგ დაბრუნდა და პრაქტიკულად პირველივე შეხებით გოლი გაიტანა.
რონალდუ 6.5 – დასაწყისში წარმოუდგენელი მომენტი ვერ გამოიყენა, მეორე ცდაზე აღარ შეცდა. სერია A-ში ის ყველაზე ძლიერია.
პირლო 7 – მას გათავისუფლება ემუქრებოდა, მაგრამ „ნაპოლი“ დაამარცხა. მეორე ტაიმში სამივე დასჯილი ფეხბურთელი ათამაშა და დიბალამ მადლობა გოლით გადაუხადა. სწორი იყო შჩესნის სათადარიგო სკამზე დატოვებაც.