მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 75)

ტრანსფერები

მატია პერინი “იუვეს” დაემშვიდობა: “მადლობა “იუვენტუსს”

მატია პერინი „ჯენოაში“ ითამაშებს. იტალიელმა მეკარემ სამედიცინო შემოწმება გაიარა და მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა, სადაც მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება. პერინი „იუვეს“ სოციალურ ქსელში ემოციური წერილით დაემშვიდობა: „ვტოვებ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გუნდს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სეზონის შემდეგ. მე ვიყავი ჩემპიონების თანაგუნდელი, რომელთა მსგავსი ადამიანები ცოტაა, მათგან ვისწავლი პირველ რიგში რას ნიშნავს …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” და “ნაპოლი” ფეხბურთელების ბარტერს გეგმავენ

ტურინის „იუვენტუსმა“ და „ნაპოლიმ“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. იტალიური მედიის ცნობით, იანვარში მატია დე შილიოსა და ელშეიდ ჰისაის ბარტერი იგეგმება. ჰისაის მაურიციო სარი ძალიან კარგად იცნობს, რადგან ჯერ „ემპოლიში“, შემდეგ კი „ნაპოლიში“ ავარჯიშებდა და მისი წაყვანა „ჩელსიშიც“ ძალიან სურდა. ეს გარიგება შესაძლოა ორივე ფეხბურთელისთვის მომგებიანი იყოს, რადგან ალბანელი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში …

სრულად წაკითხვა »

პერინი “ჯენოაში” დაბრუნდა

მატია პერინი „ჯენოას“ ფეხბურთელი გახდება. Sky Sport-ის ცნობით, კლუბებმა საბუთები უკვე გაცვალეს და ტრანსფერი უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება. პერინი მშობლიურ გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაუბრუნდება. მატია „ჯენოას“ აღზრდილია და 2011-2013 წლებში გუნდი დატოვა („პადოვასა“ და „პესკარაში“ ითამაშა). 2013 წელს კი, გენუაში დაბრუნდა, საიდანაც 2018 წელს „იუვეს“ შუერთდა. გასულ სეზონში …

სრულად წაკითხვა »

“შალკემ” დემირალის შესაძენად წინადადება გაამზადა

გელზენკირხენის „შალკე“ ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელით, მერიჰ დემირალით დაინტერესდა. Tuttosport-ის ინფორმაციით, „ხუმარები“ თურქი მცველით მოხიბლუნნი არიან და იანვრის სატრანსფერო პერიოდისთვის ოფიციალური შეთავაზებაც მზად აქვთ. თუმცა, მეორეს მხრივ, დემირალმა ბოლო ტურებში ტურინში ყველას დაუმტკიცა თავისი ძალა და ამიტომაც „იუვენტუსი“ „შალკეს“ წინადადების განხილვას არ აპირებს – დემირალი არ იყიდება. შეგახსენებთ, რომ 21 წლის …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” პარედესის დამატება უნდა, პსჟ-მ ორი ფეხბურთელი მოითხოვა

„იუვენტუსი“ და პსჟ ზამთარში ფეხბურთელების გაცვლას ეშურებიან. Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, რომ „იუვეს“ ფრანგული გუნდიდან ლეანდრო პარედესის დამატება უნდა ემრე ჯანში გაცვლას სთავაზობს. თუმცა, ფრანგები მიიჩნევენ, რომ არგენტინელი 10-15 მილიონი ევროთი მეტად ფასობს, ამიტომაც, მატია დე შილიოც მოითხოვეს, რაზეც ტურინული მხარე არაა თანახმა. საინტერესოა, რომ იტალიური მედია იმასაც წერს, რომ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “ბარსელონას” ვიდალის სანაცვლოდ ემრე ჯანს სთავაზობს

ტურინის „იუვენტუსი“ ემრე ჯანის იანვარში გასხვისებას აპირებს. როგორც Corriere Della Sera იტყობინება, ფაბიო პარატიჩი არტურო ვიდალის შესახებ „ბარსელონას“ დაუკავშირდა და ემრე ჯანში ბარტერი შესთავაზა. თუმცა ეს ცნობა „ბებერმა სინიორამ“ არ დაადასტურა. უნდა ითქვას ისიც, რომ ვიდალს „ბარსელონასთან“ ურთიერთობა ძალიან გაუჭირდა და ზამთარში სავარაუდოდ გუნდს დატოვებს. ამავდროულად, ამბობენ, რომ ჩილელი პერსონალურად …

სრულად წაკითხვა »

პოგბაზე “რეალმა” უარი თქვა და “იუვენტუსის” შანსი გაიზარდა

ესპანური გამოცემა As-ი „იუვენტუსისთვის“ კარგ სიახლეს აქვეყნებს და წერს, რომ მადრიდის „რეალმა“ პოლ პოგბას შეძენაზე ხელი აიღო. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ „იუვეს“ მთავარი და ძლიერი კონკურენტი ჩამოშორდა. საქმე ისაა, რომ ზინედინ ზიდანის დიდი სურვილის მიუხედავად, ფლორენტინო პერესი არ აპირებს, პოგბაში სოლიდური თანხა გადაიხადოს. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ფედერიკო ვალვერდე …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ზაფხულში სამი იტალიელის შეძენას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსი“ ყოველთვის გამორჩეული იყო იმით, რომ გუნდის ძირითად ბირთვს იტალიელები შეადგენდნენ. თუმცა, ბოლო ხანს ამ კუთხით ვითარება შეიცვალა. ახლა კი, როცა ჯანლუიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინიც კარიერის ბოლო ნაწილს მეტ-ნაკლებად უახლოვდებიან, ტურინში დამდეგ ზაფხულს იტალიელი ფეხბურთელების შეძენა განიზრახეს. Tuttosport-ის ცნობით, სანდრო ტონალო, ფედერიკო კიეზა და ნიკოლო ძანიოლო …

სრულად წაკითხვა »

ესპანური მედია: “იუვენტუსი” ტერ შტეგენით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ კატალონიის „ბარსელონას“ მეკარით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენით დაინტერესდა. სენსაციურ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. როგორც ესპანური გამოცემა წერს, გერმანელით დაინტერესბულნი „იუვენტუსი“, „ბაიერნი“ და პსჟ არიან. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ეს ტრანსფერი ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებლი, რადგან ტერ შტეგენს „ბარსასთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თახნა 180 მილიონი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ჟირუზე ფიქრობს

ტურინის „იუვენტუსი“ ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელებით, ოლივიე ჟირუთი და ემერსონ პალმიერით დაინტერესდა. ემერსონის შესახებ აქამდეც არაერთხელ დაწერილა, მაგრამ ფრანგი ფორვარდი ტურინულ გრანდს პირველად დაუკავშირეს. ჟირუს „ჩელსიში“ სათამაშო პრაქტიკა დანატრებული აქვს და დიდიე დეშამმაც გუნდის შეცვლა ურჩია. ამ ეტაპზე შესაძლო ტრანსფერი დეტალები ცნობილი არაა.

სრულად წაკითხვა »