მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 76)

ტრანსფერები

“იუვენტუსი” “ბარსელონას” ვიდალის თაობაზე დაუკავშირდა

ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა არტურო ვიდალი დაბრუნდეს. ცნობილი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინელები „ბარსელონას“ ჩილელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა. ჯერჯერობით უფრო კონკრეტული ცნობა არ ვრცელდება. მოგეხსენებათ, ვიდალის „ბარსელონადან“ შესაძლო წასვლის შესახებ ხშირად იწერება. ვიდალი „იუვეში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა და გუნდის ლიდერი იყო.

სრულად წაკითხვა »

“არსენალი” იანვარში რაბიოს გადაბირებას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს ლონდონის „არსენალი“ იწვევს. The Times-ის ცნობით, „მეთოფეთა“ ახალი მწვრთნელი მიკელ არტეტა პირადადაა ტრანსფერის მხარდამჭერი. რაბიო „იუვეს“ გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტასტუსით შეუერთდა, მაგრამ ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება და მხოლოდ შეცვლებზე უწევს თამაში. „არსენალს“ რაბიოს აყვანა იანვარში იჯარით უნდა. ადრიენმა „იუვენტუსის“ ღირსება მიმდინარე სეზონში ჯამში …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: მარიო მანჯუკიჩმა “იუვე” დატოვა

მარიო მანჯუკიჩმა „იუვენტუსი“ ოფიციალურად დატოვა. ხორვატმა „ალ-დუჰაილთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გააფორმა. მარიომ ყატარულ გუნდთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ დროში 5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო „იუვენტუსმა“ ტრანსფერიდან 5.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა. საინტერესოა, რომ “ალ-დუჰაილში” “იუვეს” კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, მეჰდი ბენატია თამაშობს. შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2015 წლიდან …

სრულად წაკითხვა »

60 მილიონი ევრო და ემრე ჯანი პოლ პოგბას სანაცვლოდ

60 მილიონი ევრო და ემრე ჯანი პოლ პოგბას სანაცვლოდ

მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა, იანვარში, შესაძლოა ტურინის იუვენტუსში დაბრუნდეს. იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ცნობით, ტურინული კლუბი მანჩესტერ იუნაიტედს ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს და ემრე ჯანს სთავაზობს. როგორც ჩანს, იუვენტუსი არ აპირებს ზაფხულამდე მოცდას და პოლ პოგბას იანვარში შეძენას ეცდება, პსჟ-სა და მადრიდის რეალთან კონკურენციის თავიდან ასაცილებლად. ფრანგი …

სრულად წაკითხვა »

დე იონგი: “დე ლიხტი უახლოეს რამდენიმე წელიწადში “ბარსელონაში” გადმოვა”

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ფრენკი დე იონგმა განაცხადა, რომ მსიი ყოფილი თანაგუნდელი მატიას დე ლიხტი უახლოეს წლებში „ბარსაში“ გადავა. „დე ლიხტი? მან გააკეთა სწორი არჩევანი, ტურინში კარგადაა, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ რამდენიმე წელიწადში, სულ მალე, „ბარსელონაში“ გადმოვა“, – განაცხადა დე იონგმა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ დე ლიხტი 85 მილიონ …

სრულად წაკითხვა »

იტალიური მედია: ჰოლანდი თითქმის “იუვენტუსის” ფეხბურთელია

ტურინის „იუვენტუსი“ იანვრის სატრანსფერო პერიოდში დიდი ალბათობით, ერლინგ ჰოლანდს დაიმატებს. Tuttosport-ისა და Corriere Dello Sport-ის ცნობით, შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. „იუვემ“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონკურენციაში გაიმარჯვა და ტრანსფერო 30 მილიონი ევროს ფარგლებში უნდა დაიხუროს. ამრიგად, სარის პირველი საჩუქარი ზამთარში სავარაუდოდ 20 წლის ავსტრიელი იქნება, რომელსაც მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 28 გოლი აქვს …

სრულად წაკითხვა »

ვიდალს იტალიაში დაბრუნება უნდა, პარატიჩიმ უარი თქვა

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველ არტურო ვიდალს იტალიაში დაბრუნება უნდა. ფეხბურთელს არ დაუმალავს, რომ იანვარში ესპანეთში დარჩენა გადაწყვეტილი არ აქვს და თქვა, რომ პაუზის შემდეგ გაირკვევა მისი მომავალი. Sky Sport-ის ინფორმაციით, ვიდალი აგენტმა ტურინის „იუვენტუსს“ შესთავაზა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. ფაბიო პარატიჩი ჩილელის ტიპის ნახევარმცველს არ ეძებს. არადა, „იუვეს“ მთავარი სუსტი რგოლი …

სრულად წაკითხვა »

მარიო მანჯუკიჩის ყატარში ტრანსფერი ჩაიშალა

მარიო მანჯუკიჩის „ალ-დუჰაილში“ ტრანსფერი ჩაიშალა. Calciomercatoweb-ის ცნობით, გარიგება ფინანსური კუთხის გამო ჩაიშალა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ, როგორც მანჯუკიჩის ხელფასზე, ისე „იუვენტუსისთვის“ გადასახდელ თანხაზე. შედეგად, ამ დროისთვის ხორვატია ყატარში გადაბარგება შეჩერებელია. ჯერჯერობით უცნობია როგორ განვითარდება მარიოს კარიერა, რომელიც „იუვენტუსს“ კონტრაქტით ჯერ კიდევ ეკუთვნის, მაგრამ გუნდში თვეებია აღარ იმყოფება.

სრულად წაკითხვა »

“ლესტერი” რუგანის ყიდვას იანვარში ეცდება

დანიელე რუგანიმ შესაძლოა „იუვენტუსი“ იანვარში დატოვოს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 25 წლის მცველით „ლესტერ სიტი“ დაინტერესდა. ინგლისელები მზად არიან დანიელეს სანაცვლოდ „იუვეს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადონ, რაზეც ტურინელები შესაძლოა დათანხმდნენ. რუგანიმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა, ერთი სერია A-ში, ორი ჩემპიონთა ლიგაზე. ეს იმის ფონზე, რომ ჯორჯო კიელინი ტრავმირებულია. დანიელე …

სრულად წაკითხვა »

იუვენტუსი მანჯუკიჩის ტრანსფერიდან დაახლოებით 5,5 მილიონ ევროს მიიღებს

იუვენტუსი მანჯუკიჩის ტრანსფერიდან დაახლოებით 5,5 მილიონ ევროს მიიღებს

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი, ახლოს არის ყატარის კლუბ ალ-დუჰალში გადასვლასთან. ხორვატი ფეხბურთელი ხელშეკრულების გაფორმებამდა სამედიცინო შემოწმებას გაივლის. Goal.com-ის ჟურნალისტის, რომეო აგრესტის განცხადები გარიგება თითქმის დასრულებულია. იუვენტუსი დაახლოებით 5.5 მილიონ ევროს მიიღებს მანჯუკიჩის ტრანსფერიდან. მიმდინარე სეზონში, მარიოს არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია, გარდა ამისა, იუვეს თავკაცმა მაურიციო სარიმ ის ჩემპიონთა ლიგის …

სრულად წაკითხვა »