მარიო მანჯუკიჩმა „იუვენტუსი“ ოფიციალურად დატოვა. ხორვატმა „ალ-დუჰაილთან“ კონტრაქტი ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გააფორმა.
მარიომ ყატარულ გუნდთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ დროში 5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო „იუვენტუსმა“ ტრანსფერიდან 5.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა. საინტერესოა, რომ “ალ-დუჰაილში” “იუვეს” კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, მეჰდი ბენატია თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობდა და მიმდინარე წელს კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ მაურიციო სარის გუნდში მოსვლამ მისი მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა და მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია.
ამ პერიოდში მანჯუკიჩმა გულშემატკივარს თავი შეუპოვარი თამაშით შეაყვარა, 162 თამაში ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით გამოსარჩევია გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და დუბლი მადრიდის „რეალთან“ 2018 წელს „სანტიაგო ბერნაბეუზე“.
Welcome To #AlDuhail ❤️@MarioMandzukic9 🇭🇷 https://t.co/ocuPxnB8Lq
— نادي الدحيل الرياضي (@DuhailSC) December 24, 2019