ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტ გრინმა გააკრიტიკა. ინგლისელი მეკარის განცხადებით, სარის B გეგმა არასდროს გააჩნდა და უმკაცრესი ვარჯიშები ჰქონდა.
„სარის სათადარიგო გეგმა არ ჰქონდა და ფეხბურთელებს ამის თქმა ეშინოდათ, თუმცა მე ვუთხარი. ის ყოფილი ბანკირია და გუნდს ბანკივით მართავდა. ცვლილებების ეშინოდა, თუ მისი გეგმა არ მუშაობდა, მაინც მას მიჰყვებოდა, ვერაფერს ცვლიდა. ვარჯიშებიც ძალიან მძიმე იყო, მე და ოლივიე ჟირუმ დავითვალეთ და გამოვიდა, რომ მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 18-ჯერ გავაკეთეთ განსხვავებული რამ“, – განაცხადა გრინმა.
შეგახსენებთ, რომ სარი “ჩელსიში” გასულ სეზონში მუშაობდა, ხოლო გრინი გუნდის მესამე მეკარე იყო.