მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა, იანვარში, შესაძლოა ტურინის იუვენტუსში დაბრუნდეს.
იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ცნობით, ტურინული კლუბი მანჩესტერ იუნაიტედს ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს და ემრე ჯანს სთავაზობს.
როგორც ჩანს, იუვენტუსი არ აპირებს ზაფხულამდე მოცდას და პოლ პოგბას იანვარში შეძენას ეცდება, პსჟ-სა და მადრიდის რეალთან კონკურენციის თავიდან ასაცილებლად.
ფრანგი ფეხბურთელი იუვენტუსიდან 2016 წლის ზაფხულში გადაბარგდა მანჩესტერ იუნაიტდეში 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ.