ტურინის „იუვენტუსი“ იანვრის სატრანსფერო პერიოდში დიდი ალბათობით, ერლინგ ჰოლანდს დაიმატებს. Tuttosport-ისა და Corriere Dello Sport-ის ცნობით, შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.
„იუვემ“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონკურენციაში გაიმარჯვა და ტრანსფერო 30 მილიონი ევროს ფარგლებში უნდა დაიხუროს.
ამრიგად, სარის პირველი საჩუქარი ზამთარში სავარაუდოდ 20 წლის ავსტრიელი იქნება, რომელსაც მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი და განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა თავი.