ტურინის „იუვენტუსში“ შესაძლოა არტურო ვიდალი დაბრუნდეს. ცნობილი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინელები „ბარსელონას“ ჩილელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა.
ჯერჯერობით უფრო კონკრეტული ცნობა არ ვრცელდება. მოგეხსენებათ, ვიდალის „ბარსელონადან“ შესაძლო წასვლის შესახებ ხშირად იწერება.
ვიდალი „იუვეში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა და გუნდის ლიდერი იყო.