მთავარი / სიახლეები / სერია A / დე ლიხტი: “იუვეს” მაისურს” სიამაყით ვატარებ”

დე ლიხტი: “იუვეს” მაისურს” სიამაყით ვატარებ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი კლუბში ბედნიერია და იმედი გამოთქვა, რომ ტურინში დიდ ხანს დარჩება.

„მე ძალიან ვამაყობდი „იუვენტუსის“ ინტერესით, ეს საპატიო იყო. მე ყოველთვის მომწონდა „იუვე“ და სიამაყით ვატარებ ამ მაისურს. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ტურინი ამსტერდამისგან განსხვავდება, საინტერესო ადგილები ვნახე. იმედია აქ დიდხანს დავრჩები.

პატარა დე ლიხტი ოცნებობდა, რომ პროფესიონალი გამხდარიყო, მაგრამ თუ ეტყოდნენ, რომ ტროფეო კოპას და გოლენ ბოის მოიგებდა, ითამაშებდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 20 წლის ასაკში, არ დავიჯერებდი, რადგან საკუთარ თავს მოვიტყუებდი. მე მქონდა დადებითი და უარყოფითი პერიოდები, მაგრამ ბედნიერი ვარ, რაც მქონდა.

მსოფლიოში საუკეთესო მცველებთან ერთად ვვარჯიშობ და ყოველდღე ვვითარდები. ერთმანეთის გვესმის და ერთმანეთს ვავსებთ. ბონუჩი და მე ვცდილობთ, კარგი წყვილი ჩამოვაყალიბოთ. თუ „იუვენტუსში“ თამაშობ, საჭიროა ყველაფრის მოგება და ეს არის მენტალიტეტი, რომელიც მეც მაქვს“, – თქვა დე ლიხტმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …