კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველ არტურო ვიდალს იტალიაში დაბრუნება უნდა. ფეხბურთელს არ დაუმალავს, რომ იანვარში ესპანეთში დარჩენა გადაწყვეტილი არ აქვს და თქვა, რომ პაუზის შემდეგ გაირკვევა მისი მომავალი.
Sky Sport-ის ინფორმაციით, ვიდალი აგენტმა ტურინის „იუვენტუსს“ შესთავაზა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. ფაბიო პარატიჩი ჩილელის ტიპის ნახევარმცველს არ ეძებს. არადა, „იუვეს“ მთავარი სუსტი რგოლი სწორედ ნახევარდაცვაა და ეს შორიდანაც ძალიან კარგად ჩანს.
ახლა კი, ვიდალის იტალიაში დაბრუნების მთავარი კანდიდატი „ინტერია“, რომელსაც ძალიან უნდა მისი დამატება. იქ კი, არტუროს ძველი ნაცნობები, ანტონიო კონტე და ჯუზეპე მაროტა არიან.
მოგეხსენებათ, ვიდალი „იუვენტუსის“ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო 2011-2015 წლებში.