ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფაბრიციო რავანელიმ „ლაციოსთან“ მარცხი შეაფასა და განაცხადა, რომ შესაძლოა კარგიც იყოს ტურინული გუნდის წაგება.
„იქნებ კარგია, რომ „იუვემ“ წააგო, ასე უფრო შეძლებს ნაკლოვანებების გამოსწორებას, რომ დიდ მიზნებს მიაღწიოს, როგორიცაა ჩემპიონთა ლიგა და სკუდეტო. „იუვენტუსი“ ამ დროისთვის ძალიან ბევრ გოლს უშვებს, საჭიროა გამოსავლის მოძებნა და გავიგოთ რა არის პრობლემა.
„იუვენტუსს“ თავის ისტორიაში ამდენი გოლი არასდროს ჰქონია გაშვებული, ასე, რომ სარიმ კარგად უნდა იფიქროს. ვფიქრობ, ასევე მოუწევს იმის გაგება, როგორ იპოვოს ბალანსი და სწორი მიდგომა, რომელიც გუნდს დიდი მიზნებისთვის სჭირდება“, – თქვა რავანელიმ.