ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ Sky Sport-თან ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა არამარტო აწმყოზე, არამედ წარსულზეც გააკეთა კომენტარი.
„მახსოვს ერთხელ „სანჯოვანეზე“ – „ალიანეზე“ ხვდებოდა… „ალიანეზეს“ მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იყო, მე – „სანჯოვანეზეს“. თამაში 0:0 დამთავრდა, კარში 0 დარტყმით. ერთი ჩემი მეგობარი მეუბნება: „თქვენ თუ მწვრთნელები ხართ…“
რა ასაკში დავიწყე მოწევა? სანამ ვთამაშობდი, ყოველ კვირას თამაშებსი დრო ვეწეოდი. კვირის განმავლობაში კი ძალიან ცოტას, თითქმის არასდროს.
სულისკვეთება ყოველთვის ერთნაირია. ემოციები, რომლებიც „სანჯოვანეზე“ – „მონტევარკის“ თამაშის მქონდა, იშვიათად განმიცდია, საერთაშორისო ფინალის დროსაც კი არ მქონია მსგავსი.
ერთი თვის ნიონიდან დამირეკეს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა შეხვედრაზე და „იუვეს“ მდივანს ვეკითხები: „მაგრამ მათ დამირეკეს? დარწმუნებული ხარ?“
სუპერთასზე მარცხი? ჩვენ მცირე ენერგიით მივედით ამ თამაშზ, ხოლო „ლაციო“ საოცარ ფიზიკურ კონდიციაში იმყოფება. საჭიროა ვიფიქროთ, როგორც „იუვე“ და ვიფიქროთ, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა სარიმ.