ესპანური გამოცემა As-ი „იუვენტუსისთვის“ კარგ სიახლეს აქვეყნებს და წერს, რომ მადრიდის „რეალმა“ პოლ პოგბას შეძენაზე ხელი აიღო.
ეს კი, იმას ნიშნავს, რომ „იუვეს“ მთავარი და ძლიერი კონკურენტი ჩამოშორდა. საქმე ისაა, რომ ზინედინ ზიდანის დიდი სურვილის მიუხედავად, ფლორენტინო პერესი არ აპირებს, პოგბაში სოლიდური თანხა გადაიხადოს.
მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ფედერიკო ვალვერდე შესანიშნავ ფორმაშია, გარდა ამისა, მადრიდელები „ნაპოლიდან“ ფაბიან რუისისა და „აიაქსიდან“ დონი ვან დე ბეეკის ყიდვას გეგმავენ და პოგბას ადგილი აღარ რჩება.
„იუვენტუსისთვის“ ეს გზის გახსნას ნიშნავს და მინო რაიოლას ფაქტორიც გასათვალისწინებელია. სხვა უფრო ხელჩასაჭიდი ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.